ეთნიკური კონფლიქტი

ეთნიკური კონფლიქტი
1. ამ სახელდებაში იგულისხმება, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები ზოგადად შეუწყნარებლები არიან სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რასაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაეთანხმება (შეუწყნაებლობა მათი შესაბამისად მხოლოდ სეპარატისტებსა და იმპერიალისტებზე ვრცელდება, რომელიმე კერძო ეთნოსი აქ არაფერ შუაშია). 2. დასავლეთში ეთნიკური კონფლიქტის ცნება მოიხმარება ხოლმე „მესამე სამყაროს“ ქვეყნების შემთხვევებში და არსოდეს იმავე სახის კონფლიქტთა მიმართ, რაც თავად დასავლეთმა გადაიტანა წარსულ ხანებში; ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კონფლიქტურ მხარეებს აქ ისე უდგებიან, როგორც „ჩამორჩენილებსა“ და „არაცივილიზებულთ“. თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტების თაობაზე არსებული შრომების მიმოხილვაში მაიკლ ი. ბრაუნი, მაგალითად, ამგვარ დებულებას უცილობლად მიიჩნევს: „ნებისმიერი ეთნიკური კონფლიქტი - ვშიშობ, ანბანური ჭეშმარიტების გამეორება არ გამომივიდეს - დავაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ტერიტორიული საკითხების ირგვლივ ორ ან მეტ ეთნიკურ ჯგუფს შორის“. გარემოებანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ კონფლიქტს მაინც „ეთნიკურის“ დამღა დაედება, თუკი მასში მონაწილე მხარეები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან. ბარი რ. პოუზენმა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში დამუშავებული უსაფრთხოების დილემის ლოგიკა მექანიკურად მიუსადაგა ეთნიკური კონფლიქტების საკითხს. მისი აზრით, იმპერიული წეს-წყობის რღვევის შედეგად ეთნიკურ ჯგუფებს იმის შეგრძნება უჩნდებათ, რომ თავად მოუწევთ დაიცვან თავი; მაგრამ როგორც კი იწყებენ ამისათვის მზადებას (სხვადასხვა სახის ფორმირებანი, იარაღის შესყიდვა და ა.შ.), ახლა მათი ეჭვით შეპყრობილი მეზობლები იებენ შეიარაღების განალებულ ტემპს, რასაც, საბოლოოდ, სპირალური ესკალაციის სახე ეძლევა. ამის აუცილებელი შედეგი კი შეიარაღებული შეტაკებაა, და ეს ერთი მხარის მიერ გაიაზრება როგორც პრევენტიული დარტყმა, ვითომდა მეორე მხარის მიერ გამიზნული თავდასხმის აღსაკვეთად.
Source: ნოდია გია. კონფლიქტი აფხაზეთში-მიზეზები და გააზრება / [მთარგმნ.: გია ჭუმბურიძე; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 1999

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "ეთნიკური კონფლიქტი" в других словарях:

  • აზერბაიჯანი — დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია კონფლიქტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჰყავს მილიონამდე იძულებით… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»